იან კელი – უნდა ამაყობდეთ იმით, რასაც ქართველი ჯარისკაცები მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის აკეთებენ

ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების ავღანეთში გაცილების ცერემონიაზე სიტვით გამოვიდა და ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა. მან იმედი გამოთქვა, რომ თითოეული ჯარიკაცი შინ მშვიდობით დაბრუნდებოდა.
კელის განცხადებით, მისთვის პატივსაცემი და მეტად მნიშვნელოვანი იყო ის საკითხი, რომ ის ვაზიანის ბაზაზე იმყოფებოდა.
“ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, აქ ვიყო ამ განსაკუთრებულ დღეს. თითოეული თქვენგანი უნდა ამაყობდეთ იმით, რასაც ქართველი ჯარისკაცი და ქართული შეიარაღებული ძალები აკეთებს მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ორიოდე დღის წინ ბრიუსელში განვითარებულმა მოვლენებმა, მხედველობაში გვაქვს ISIS-ის მიერ წარმოებული ტერორისტული შეტევები, კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული და არცერთი ქვეყანა არ შეიძლება იყოს უსაფრთხოდ, ამ კონკრეტული შემთხვევებისგან.
ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგვარ ვალშიც კი არის ქართველ შეიარაღებულ ძალებთან, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უწყვეტად მონაწილეობენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. თქვენ ერთდროულად ხართ როგორც მებრძოლები, ასევე მშვიდობის ელჩები და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია და მოვალეობაა თითოეული თქვენგანისთვის”, – განაცხადა იან კელიმ.
ელჩის განცხადებით, ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ძალიან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, რომელიც დამყარებულია საერთო პრინციპებზე.
“ეს მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო მტკიცდება. ჩვენ ვართ თანამებრძოლები, საბრძოლო ძმები და დები ერთმანეთისთვის. ამერიკელ ქვედანაყოფებთან ერთად ქართველი ქვედანაყოფები იბრძოდნენ ავღანეთის სხვადასხვა რეგიონში და ეს აძლევს ამერიკელებს იმის საშუალებას, რომ თქვან, რომ ყველაზე მამაცი, ყველაზე ერთგული თავისი საქმიანობისას შეიძლება იყოს ქართველი სამხედრო მოსამსახურე. თქვენი ღირსება მუდმივად იქნება თქვენს გულებში, კაცობრიობა, ოჯახები, მშვიდობისმოყვარული ადამიანები მუდმივად ვალში იქნებიან თქვენს წინაშე. თქვენი პროფესიონალიზმი სათანადოდ დაფასდება. იმედი მაქვს, რომ თქვენი მისიის დრო სწრაფად გაივლის და თითოეული თქვენგანი დაბრუნდება სამშობლოში, საქართველოში”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები