შსს-მ ორი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მეშვიდე განყოფილების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე, ორი ავტომანქანის უკანა საქარე მინები ჩაამტვრია, საიდანაც სალონში შეღწევა მოახერხა და ავტომანქანები გაქურდა. სამართალდამცველებმა შალვა ი. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანიშნულია შესაბამისი ექპერტიზები, რომელთა დასრულების შემდეგ, შესაძლებელია, შალვა ი-ს ბრალი სხვა მსგავს დანაშაულებშიც გამოიკვეთოს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები