მაია ფანჯიკიძე ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს შეხვდა
ჰააგაში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს გონსალო დე ბენიტო სეკადესს შორის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოხატა. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გამოხატეს უპირობო მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.