საქართველოს ივნისში შვეიცარიის პრეზიდენტი ეწვევა
3 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის პრეზიდენტი დიდიერ ბურკჰალტერი ეწვევა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიდიერ ბურკჰალტერი საქართველოში დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს მოიწვია. საქართველოში 3 ივნისს ჩამოსვლის გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილს დიდიერ ბურკჰალტერმა დღეს, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს გააცნო.