საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს. პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დასავლეთ სარდლობის შტაბსა და მეორე ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა წარუდგინა.
რაც შეეხება პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძეს, საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში ის 1999 წლიდან მსახურობს. სარდლობამდე კი ის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯაბახიძის სამხედრო ბიოგრაფია აფხაზეთის ომით იწყება, სადაც ის მოხალისედ წავიდა და შავნაბადის ბატალიონში ფაქტობრივად ომის დამთავრებამდე იბრძოდა. აღსანიშნავია, რომ ჯაბახიძეს მიღებული აქვს ჯილდოები, თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები – “გენერალი კვინიკაძე”, “გენერალი მაზნიაშვილი”, ასევე “სამშობლოსთვის თავდადებული.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები