ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის პრეზიდენტს შეხვდა

  საქართველო-ლიტვის ახლო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შორის გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობებზე. პრემიერმა მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში მხარდაჭერისთვის. გამოითქვა იმედი, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა საქართველო-ევროკავშირის ურთერთობებში ახალ რეალობას შექმნის. შეხვედრა ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები