საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰაუპტვახტები უქმდება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებში ჰაუპტვახტები უქმდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მზადაა და მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება. უწყების ცნობით, არსებული პრაქტიკის ანალიზიდან ირკვევა, რომ ჰაუპტვახტში მოთავსება არაეფექტური იყო და ვერ უზრუნველყოფდა შეიარაღებული ძალებში დისციპლინის განმტკიცებას.
„საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰაუპტვახტები უქმდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მზადაა და მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.
თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ამოცანას, პრაქტიკაში დღემდე არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა წარმოადგენს. სწორედ ამ ნაკლოვანებების რიგს მიეკუთვნება სამხედრო მოსამსახურის ჰაუპტვახტში მოთავსება. მნიშვნელოვანია, რომ ჰაუპტვახტში მოთავსება საკმაოდ მძიმე ჩარევაა პირის უფლებებში.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული პრაქტიკის ანალიზიდან ირკვევა, რომ ჰაუპტვახტში მოთავსება არაეფექტური იყო და ვერ უზრუნველყოფდა შეიარაღებული ძალებში დისციპლინის განმტკიცებას.
სწორედ ამან განაპირობა მეტი ჰუმანური მიდგომების შემოღება, ახალ სადისციპლინო წესდებაში, რომლის მიხედვით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეების მიმართ უქმდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა – ადმინისტრაციული პატიმრობა (ჰაუპტვახტში მოთავსება). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჰუმანური და სამართლიანი ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან სამხედრო დისციპლინის მიმართ ყურადღების მოდუნებას არ ნიშნავს. არამედ პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ადმინისტრაციული დარღვევის მიმართ სამინისტროს მიდგომა  უფრო მკაცრი და ადეკვატური იქნება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები