ანა დოლიძე: სახელმწიფო თუ ჩათვლის, რომ მე ვარ სახელმწიფო რესურსი სიხარულით მივიღებ ასეთ პატივს

„სახელმწიფო თუ ჩათვლის, რომ მე ვარ სახელმწიფო რესურსი რომელიმე სფეროში, დიდი სიხარულით მივიღებ ასეთ პატივს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ანა დოლიძემ იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიმდინარეობისას განუცხადა.
მისი თქმით, კონკურსი გამჭვირვალეა და ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.
„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ მე ვარ რესურსი რომელიმე სფეროში, დიდი სიხარულით მივიღებ ასეთ პატივს და პასუხისმგებლობას”, – განაცხადა დოლიძემ.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს. კომისია იმ 12 კანდიდატს გაესაუბრება, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. კომისიამ დღეს უკვე მოუსმინა 5 კანდიდატს, დანარჩენი კანდიდატების მოსმენა კი დღესვე 19:00 საათიდან გაგრძელდება.
გასაუბრების შემდგომ სამთავრობო კომისია მთავრობას ხუთ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად.
მოსამართლეობის მსურველები არიან ირაკლი ადეიშვილი, გიორგი ბადაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, კონსტანტინე კორკელია, ნიკოლოზ ლეგაშვილი, ნონა მჭედლიძე, გიორგი პაპუაშვილი, მაკა სტივენსონი და ლუიზა ხითარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები