კიბერუსაფრთხოების ბიურო აშშ-ს ევროპის სარდლობის და Georgia Army National Guard-ის წარმომადგენლობას მასპინძლობს

კიბერუსაფრთხოების ბიურო აშშ-ის ევროპის სარდლობის J6 დეპარტამენტისა და Georgia Army National Guard-ის წარმომადგენლობას მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების კიბერშესაძლებლობებისა და IT ინფრასტრუქტურის შეფასება და სამომავლო განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
შეხვედრაზე დელეგაციის წევრები ბიუროს საქმიანობას და სამომავლო გეგმებს გაეცნენ და ორმხრივი თანამშრომლობის პესრპექტივები განიხილეს. შეხვედრას დელეგაციის წევრებსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის სამხედრო ატაშე ვილიამ კონერი და თავდაცვის მეკავშირე ოფიცერი პატრიკ დენიელსი ესწრებოდნენ.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის, ანდრია გოცირიძის განცხადებით, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას კიბერუსაფრთხოების სფეროში და გაამყარებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორთან.
დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ბიუროს კოორდინაციითა და აშშ-ის ევროპის სარდლობის დეპარტამენტის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრები ასევე გაიმართება თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები