თავდაცვის სამინისტროში სემინარი – „მართვა და სამხედრო განათლება“ მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გერმანელი ექსპერტების ხელმძღვანელობით სამდღიანი სემინარი – „მართვა და სამხედრო განათლება“ მიმდინარეობს.
ღონისძიება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბაქრაძემ გახსნა. ყოველწლიური სემინარი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა. სემინარის ფარგლებში გერმანელი ექსპერტები თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებენ და ისეთ თემებზე მსჯელობენ, როგორიცაა: ჯარისკაცების უფლებები და მოვალეობები, სამხედრო კანონი და დისციპლინა, სამხედროების ინტეგრაცია საზოგადოებაში, სამხედრო ომბუდსმენის როლი გერმანიის ბუნდესტაგში და სამხედრო კაპელანის ინსტიტუტი.
ასევე განიხილება გენდერისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხები. სემინარი 16 თებერვალს გაიხსნა და 18 თებერვალს დასრულდება. კურსს საქართველოს თავდაცვის უწყების 35 წარმომადგენელი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები