ვახტანგ კაპანაძემ ამერიკულ დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტად ამერიკის შეერთებული შტატების არმიის უსაფრთხოების სფეროში დახმარების სარდლობის წარმომადგენლები იმყოფებიან.
სარდლობის მეთაურს, გენერალ-მაიორ მარკ მაკდონალდსა და ევროპისა და აფრიკის რეგიონული ოპერაციების დირექტორს, პოლკოვნიკ დევიდ მარკ ბენეტს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქმიან სადილზე უმასპინძლა.
შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ამერიკული სარდლობის წარმომადგენლები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შექმნილი წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) მოინახულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები