„სწავლების დაგეგმვის პროცესის“ კურსი დაიწყო

საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები „სწავლების დაგეგმვის პროცესის“ საერთაშორისო კურსს გადიან. საერთაშორისო სემინარები, ოფიციალურად, დღეს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გაიმართება.
სწავლების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დახვეწონ სხვადასხვა ღონისძიების მეთოდოლოგიური დაგეგმვა. ტრენინგები ინტერაქტიული ლექციებისგან შედგება, რომლის დროსაც მონაწილეები მცირე სინდიკატ ჯგუფებად დაიყოფიან. სასწავლო კურსს, ქართველ სამხედროებთან ერთად, მონტენეგროს, უკრაინის, მაკედონიის, სერბეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების 34 სამხედრო მოსამსახურე ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები