ომის ვეტერანებს 350 წყვილი ფეხსაცმელი გადაეცათ

პირველი ჯგუფის შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველ ომის ვეტერანებს გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში არსებული მინი-ფაბრიკის მიერ წარმოებული 350 წყვილი ფეხსაცმელი გადაეცათ.
350 წყვილი ფეხსაცმელი მინი-ფაბრიკის ფინანსური დახმარების მიზნით „თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო“ TIKA-მ შეისყიდა.
მინი-ფაბრიკაში ფეხსაცმელების გადაცემის ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში გაიმართა.
ცერემონიალს ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები – მიხეილ ხომერიკი და ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, „თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო“ TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია.
ასევე – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები