22-ე ბატალიონმა ფარვანის პროვინციაში საპატრულო ოპერაცია ჩაატარა

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში „მტკიცემხარდაჭერის“მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის22-ე ბატალიონის„ბრავო” ასეულმა სოფელ აკაკხელში საპატრულო ოპერაცია ჩაატარა. ქართველი სამხედროების გარდა პატრულირებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის არმიის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
კოალიციური ძალების სამხედროები სოფლის უხუცესს – მალიკსშეხვდნენ და მისგან დასახლებაში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მალიკთან საუბრისას გაირკვა, რომ აკაკხელს ყოფითი პრობლემებიდან ყველაზე მეტად სასმელი წყლის ჭებისა და სხვა სოფლებთან თუ დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელი ბოგირების გაუმართაობა აწუხებს. საპატრულო ჯგუფმა აღნიშნული საკითხები დაწვრილებით შეისწავლა, ინფორმაციაშეაგროვა და შემდგომი რეაგირებისთვის ამერიკული კონტინგენტის მეთაურობას უკვე გადაუგზავნა.
IIქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზეა დისლოცირებული.ქართული ქვედანაყოფი ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები