22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ჰუმანიტარული ოპერაცია ფარვანის პროვინციაში ჩაატარა

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა.
II ქვეითი ბრიგადის სამხედროები სოფელ ჰასანხელის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ. მათ ადგილობრივებს თბილი ტანსაცმელი, ჩექმები, თეთრეული, სათამაშოები და ტკბილეული გადასცეს.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფს საბრძოლო მხარდაჭერა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა და ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა გაუწიეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში ქვედანაყოფი ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები