ბესიკ ლოლაძე დღეს ვაზიანის და ალგეთის საწვრთნელ ბაზებს ესტუმრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად დღეს იმ სამხედრო ქვედანაყოფებს მოინახულებს, სადაც 28 იანვარს გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ გამგებლის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით გამონაკლის შემთხვევაში, შექმნილი საარჩევნო უბნები გაიხსნება.
სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ვაზიანში – I საარტილერიო და IV მექანიზირებულ ბრიგადებს, მოგვიანებით კი ალგეთის საწვრთნელ ბაზას ესტუმრებიან, ადგილზე გაეცნობიან ვითარებას და სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები