კიბერუსაფრთხოების ტრენინგების პირველი კურსი დასრულდა

კიბერუსაფრთხოების ტრენინგების ციკლის – „კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი“ – პირველი კურსი დასრულდა. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ და კურსის ინსტრუქტორებმა, „ესტონეთის საინფორმაციო სისტემების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა გადასცეს.
ღონისძიებას საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი კულდარ კესკულა დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის პროგრამა ესტონური მხარის ორგანიზებით და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს მხარდაჭერით, სპეციალურად საქართველოსთვის შემუშავდა. კურსის მიზანი საქართველოს კიბერსივრცეში მოქმედი საჯარო და კერძო უწყებების კიბერშესაძლებლობების განვითარებაა. ქართულმა და ესტონურმა მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრებიც გაცვალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები