ეროვნული გვარდიის უფროსი ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფება
საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე ვილნიუსში, ლიტვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალების იუბილეს დაესწრო. დაარსებიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი ლიტვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალების უფროსმა, პოლკოვნიკმა არტურას იასინსკასმა მიიწვია. გედიმინასის მოედანზე გამართულ ღონისძიებას ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ლიტვის თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასი და ლიტვის სეიმის დეპუტატები ესწრებოდნენ. საზეიმო ცერემონიალში ლატვიის, ესტონეთის, დანიისა და უკრაინის გვარდიების პირველმა პირებმა და ოცეულებმა მიიღეს მონაწილეობა.