შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოზურგეთში მცხოვრები ძმები – 1987 წელს დაბადებული, ნოდარ თ. ქურდობის მცდელობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ხოლო 1997 წელს დაბადებული თორნიკე თ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნოდარ თ. ოზურგეთში, ჭანტურიას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ძმასთან – თორნიკე თ-სთან ერთად ფულის წაღებას აპირებდა. ძმებმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ე.წ. ზუბილა, სახრახნისი და ტყავის ხელთათმანები.
გამოძიება ქურდობის მცდელობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).