შსს-მ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა – ვიდეო

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გარიკ ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, თეიმურაზ ბ-ს კუთვნილ ავტომანქანას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა. შემდეგ მოპარული ავტომანქანა დაშალა, ნაწილები და აქსესუარები კი სარეალიზაციოდ გაამზადა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარიკ ბ. თბილისში, გორგასლის ქუჩაზე დააკავეს. მოპარული და ნახევრადდაშლილი ავტომანქანა პოლიციამ იმავე დღეს კუპრაძის ქუჩაზე აღმოაჩინა. ავტონაწილები და აქსესუარები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ავტომანქანის მფლობელისთვის მიყენებული ზარალის ოდენობამ 14 050 ლარი შეადგინა.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები