სამხედროთა შორის გასართობ-ინტელექტუალური შეჯიბრება გაიმართა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართულმა კონტინგენტმა გასართობ-ინტელექტუალურ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის შტაბმა, ბატალიონის ასეულებმა და ეროვნული გვარდიის ოცეულმა ტურნირში საკუთარი გუნდები წარადგინეს.
ორგანიზატორთა მიერ მომზადებული შეკითხვების გარდა, ჯარისკაცებს მეტოქე გუნდების მიერ მომზადებულ კითხვებზეც მოუხდათ პასუხის გაცემა. შეჯიბრების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, სახალისო კონკურსებში თავი ინდივიდუალურადაც გამოეჩინათ. გამოვლინდნენ გუნდების საუკეთესო მოთამაშეებიც. პირველ და მეორე ადგილზე გასულ ეროვნული გვარდიისა და 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედროებს ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ ბარბაქაძემ საჩუქრები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები