ფრანგი ოფიცრები სამხედროებს საჰაერო უსაფრთხოების სისტემის გამოყენებას შეასწავლიან

ფრანგი ოფიცრები ორი წლის განმავლობაში ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს საჰაერო უსაფრთხოების სისტემის გამოყენებას შეასწავლიან – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი საქართველოში იანვარში ჩამოვლენ.
„ფრანგებთან დაკავშირებით ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რაც გამოვიდა და მუშაობს. ანალოგიურად გვაქვს დაგეგმილი ყველა მიმართულება, რომელზეც შემდეგ ვისაუბრებ. შესყიდვას თან ახლავს ინტენსიური სწავლების ფაზა – ეს არის გრძელვადიანი პერიოდით ჩამოსული სპეციალისტები, რომლებიც ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იმუშავებენ და შემდეგ თანდათანობით განხორციელდება ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მოვალეობების სრული გადაბარების პროცესი. თუ ავიღებთ ამ კონკრეტულ მიმართულებას, ჩვენ შესყიდვა განვახორციელეთ ფრანგებთან, ამის შემდეგ კი მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ საფრანგეთმა აიღო წამყვანი ქვეყნის როლი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში, სწორედ, საჰაერო უსაფრთხოების, საჰაერო თავდაცვის ნაწილში. ფრანგი ოფიცრების გუნდი საქართველოში იანვარში ჩამოვა. ისინი ორი წლის განმავლობაში ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს საჰაერო უსაფრთხოების სისტემის გამოყენებას შეასწავლიან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები