ინსტრუქტორთა მომზადების და გადამზადების კურსი დასრულდა

ეროვნული სასწავლო ცენტრ ,,კრწანისში“ ინსტრუქტორთა მომზადების და გადამზადების კურსის მე-8 ეტაპი დასრულდა.
კურსში საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო ცენტრების 12 ინსტრუქტორი მონაწილეობდა.
ტრენინგი 2 მოდულს მოიცავდა. სამკვირიანი კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა ინსტრუქტორთა უნარ-ჩვენებები დახვეწეს და შეისწავლეს სასწავლო პროგრამების შემუშავების ხერხები ნატოს სტანდარტების ADDIE-ს მეთოდის შესაბამისად, რაც ანალიზს, დაგეგმვას, შემუშავებას, განხორციელებასა და შეფასებას გულისხმობს.
დღეიდან ინსტრუქტორები ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები