ვახტან კაპანაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი მოინახულა

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, თადარიგის პოლკოვნიკ ირაკლი ყანდარელს ესტუმრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ირაკლი ყანდარელს საახალწლო საჩუქარი გადასცა და ომის ვეტერანის საპატიო წიგნაკში ჩანაწერი დაუტოვა. თავის მხრივ, გენერალ-მაიორს ომის ვეტერანმა სამახსოვრო წიგნები გადასცა.

ცნობისთვის, ირაკლი ყანდარელი მეორე მსოფლიო ომში ხარკოვის 193-ე დივიზიაში იბრძოდა. ომის ვეტერანი 2008 წელს ქართველი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის და მეორე მსოფლიო ომში ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის ღირსების ორდენით არის დაჯილდოებული. ირაკლი ყანდარელი არის ჩეხეთის 9 ქალაქის დამსახურებული მოქალაქე და საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი. ჩეხეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის ჩეხეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ირაკლი ყანდარელს მადლობის წერილი გამოუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები