“ჯავის რაიონში განლაგებული სარაკეტო კომპლექსები საქართველოსთვის არ არის განკუთვნილი”

ჯავის რაიონში განლაგებული სარაკეტო კომპლექსები საქართველოსთვის არ არის განკუთვნილი, – ამის შესახებ გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ჯავის რაიონში სარაკეტო კომპლექსები რუსეთმა განალაგა და ეს საქართველოს საფრთხეს უქმნის.
ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ მხოლოდ სარაკეტო კომპლექსებით არ დარღვეულა რეგიონში ბალანსი.
„სარაკეტო კომპლექსები საქართველოსთვის არ არის განკუთვნილი და მარტო სარაკეტო კომპლექსებმა არ დაარღვია ბალანსი რეგიონში. ეს უკვე დარღვეული აქვს რუსულ მხარეს. სარაკეტო კომპლექსებს აქვს თავისი ძალიან კონკრეტული, წერტილოვანი დარტყმის ფუნქცია. იქ არსებულ დაჯგუფებას გააჩნია სხვა საშუალება, რომ საფრთხე შეუქმნას საქართველოს. აღნიშნული კომპლექსები, ჩემი აზრით, შორს მიმავალი გეგმების ნაწილია. ნებისმიერი დაძაბულობა, თუნდაც ჩვენს მეზობლებს შორის ან ნებისმიერი ბალანსის ცვლილება რეგიონში შეიარაღებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ზოგადად, რეგიონს და საქართველოს საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა კაპანაძემ. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, რომ, უპირველეს ყოვლისა, იყოს პოლიტიკური პასუხი და საერთაშორისო მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები