ვახტანგ კაპანაძე: საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე ისტორია გვარდიით იწყება
შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე ისტორია გვარდიით იწყება.
მისი თქმით, საქართველოსთვის გვარდიელები ძალიან რთულ მისიას ასრულებენ.
ვახტანგ კაპანაძემ ეროვნულ გვარდიას 25 წლის იუბილე მიულოცა.
“მინდა აღვნიშნო ის დიდი წვლილი, რაც გვარდიამ შეიტანა ქვეყნისთვის წარმოებულ ბრძოლებში. დღესაც ჩვენი გვარდიელები ასრულებენ ძალიან რთულ მისიას საქართველოდან ძალიან შორს, თუმცა საქართველოსთვის. იცვლება დრო, მოთხოვნები, საფრთხეები, იცვლება გამოწვევები, შესაბამისად, გვარდიაც ცვლის თავის ფუნქციებს, იმატებს დატვირთვა და ეს გვარდიას ძალუძს. გვარდია იყო, არის და იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების სიამაყე”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.