ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართება

ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიალი დღეს გაიმართება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე.
ეროვნული გვარდიის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალიც იგეგმება.
ღონისძიება დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები