შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული მურთაზ მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 16 აბი და ორი ნატეხი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,1323 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებისას მურთაზ მ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).