თავდაცვის სამინისტროს უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები ეწვივნენ

თავდაცვის სამინისტროს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები ეწვივნენ.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა უცხოელ სტუმრებს თავდაცვის უწყებაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამხედრო და სამოქალაქო პოზიციებზე დანიშნული თანამდებობის პირები წარუდგინა. გაცნობითი შეხვედრის დროს თინათინ ხიდაშელმა და სამხედრო ატაშეებმა მომავალი წლის პრიორიტეტებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
“უცხოელ ატაშეებს თავდაცვის სამინისტროს ახალი თანამდებობის პირები წარვუდგინეთ. ისინი ბოლო თვეების განმავლობაში სამოქალაქო და სამხედრო მიმართულებებით დაინიშნენ. ჩვენს პარტნიორებთან ნატო-საქართველოს ერთობლივ პროექტსა და სხვადასხვა პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. ჩვენ მათ მეტი დახმარება და გადაწყვეტილებების მიღების დროს უფრო მაღალი ტემპი ვთხოვეთ. ასევე შევეხეთ მომავალი წლის გეგმებს. საშობაო არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, იმედი მაქვს, კიდევ უფრო ქმედითად გავაგრძელებთ საქმიანობას”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები