ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამხედრო აკადემიას ესტუმრა

„სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე ესტუმრა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, „თანამედროვე ისლამური სამყარო“ – ასე ეწოდებოდა ლექციას, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებს წაუკითხა. ილიას უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იუნკერები „ისლამური სახელმწიფოს“ წარმოშობით, ბრძოლის მეთოდებით და ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციით დაინტერესდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები