საფრანგეთის დედაქალაქში დღეს გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია (COP21) გაიხსნება. პარიზში ამ დროისთვის 150-მდე ქვეყნის ლიდერი იმყოფება.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან „კვირას“ აცნობეს, კონფერენციის მონაწილე ქვეყნების ლიდერები “ლე ბურჟეს” საგამოფენო ცენტრში იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ საგამოფენო ცენტრში მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
“ირაკლი ღარიბაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრი, COP21-ის თავმჯდომარე ლორან ფაბიუსი მიესალმნენ”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში მონაწილეობს (ვიდეო)
