თინა ხიდაშელი: საქართველოს საჰაერო სივრცე არ არის დაუცველი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე არ არის იმაზე დაუცველი, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნის, – აღნიშნულთან დაკავშირებით მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც არაფრად აგდებენ მსოფლიო წესრიგს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
“ერთია, როდესაც დაცული გაქვს საჰაერო სივრცე და მსოფლიოში არსებობს წესები, რომლითაც ქვეყნები მოქმედებენ, მეორეა, როდესაც საჰაერო სივრცე დაცული გაქვს, მაგრამ მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც არაფრად აგდებენ მსოფლიო წესრიგს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და იქვე დასძინა:
“არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გადადგან საპასუხო ნაბიჯები და არიან ქვეყნები, რომლებიც არ დგამენ საპასუხო ნაბიჯებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თურქეთი და ბალტიისპირეთი. ორივეგან თანაბრად, ბალტიისპირეთში შეიძლება კიდევ უფრო მეტად, ხდება საჰაერო სივრცის დარღვევა, მაგრამ ყველა ქვეყანა საბედნიეროდ პასუხისმგებლობით ეკიდება შექმნილ ვითარებას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები