კიბერუსაფრთხოების ბიურომ იმიტირებული სავარჯიშოები – “CYBER-EXE საქართველო” 2015 გამართა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურომ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოების იმიტირებული სავარჯიშოები – “CYBER-EXE საქართველო” 2015 გამართეს.
როგორც “კვირას” კიბერუსაფრთხოების ბიუროდან აცნობეს, ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ებრალიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე , კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრო გოცირიძე და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი გვენეტაძე ესწრებოდნენ. კიბეუსაფრთხოების ბიუროს მოწვევით, კიბერსავარჯიშოზე იმყოფებოდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები.
CyberExe უკვე მეორედ გაიმართა საქართველოში. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საჯარო და კომერციული ორგანზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნისა და, შესაბამისად, მოქალაქეების დაცულობას ამ მიმართულებით.