უმცროს ოფიცერთა სკოლის საკანდიდატო კურსზე მიღება დასრულდა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა სკოლის საკანდიდატო კურსზე აბიტურიენტების მიღება დასრულდა. მისაღები გამოცდების საფუძველზე, 222 აბიტურიენტიდან კურსზე 112 მსმენელი ჩაირიცხა. აქედან, 66 სამოქალაქო პირი, ხოლო 46 სამხედრო მოსამსახურეა. სამოქალაქო პირები 24 ნოემბრიდან დაწყებითი საბრძოლო მომზადების ხუთკვირიან სწავლებას გაივლიან. საკანდიდატო კურსი 2016 წლის იანვრიდან დაიწყება და 34 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კურსი საწყის სამხედრო განათლებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც მსმენელები ლეიტენანტის წოდებას მიიღებენ და შესაძლებლობა მიეცემათ, სხვადასხვა სამხედრო სპეციალობას დაეუფლონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები