დავით ებრალიძემ შეიარაღებულ ძალებს გიორგობა მიულოცა
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გიორგობის დღესასწაული ხონის II საარტილერიო ბრიგადიდან მიულოცა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამნისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე II საარტილერიო ბრიგადის პირად შემადგენლობას ხონში შეხვდა, გიორგობა მიულოცა და ბრიგადის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ებრალიძემ ჯარისკაცებს სიძლიერე და ქვეყნის ერთგული სამსახური უსურვა.
„ვულოცავ გიორგობას ხონის II საარტილერიო ბრიგადის პირად შემადგენლობას და სრულიად საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. ჩვენს ჯარისკაცებს ვუსურვებ სიძლიერეს და ქვეყნისთვის ერთგულ სამსახურს,“ – აღნიშნა დავით ებრალიძემ.