გორში, „ვერხვების“ პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართება
დღეს, 12:00 საათზე, სამხედრო დაზვერვის 24 წლის იუბილესთან დაკავშირებით გორში, „ვერხვების“ პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულის მონაწილეობით საჩვენებელი სწავლება გაიმართება.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საჩვენებელ სწავლებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
არაგეგმური სადაზვერვო სწავლების დროს სადაზვერვო ოცეულის პირადი შემადგენლობა მოწინააღმდეგის აღმოჩენისა და განადგურების მიზნით ჯავშანმანქანებით რეიდს განახორციელებს”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.