13 მაისს საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ეწვევა
13 მაისს საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ეწვევა – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მაია ფანჯიკიძის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დეტალები და პროგრამა ზუსტდება. მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გაზაფხულისთვის საქართველოში არაერთი მაღალი დონის ვიზიტი შედგება.