საქართველოში კიბერრეზერვის მომზადება იწყება
საქართველოში რეზერვის ახალი სახეობის, კიბერრეზერვის მომზადება იწყება. პროგრამა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა -კიბერუსაფრთხოების ბიურომ შეიმუშავა, თავდაპირველად პროექტის განხორციელებას მხოლოდ თბილისის მასშტაბით ითვალისწინებს. კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელის ანდრო გოცირიძის თქმით, პროგრამის მიზანია, სპეციალური რეზერვის შექმნა კიბერუსაფრთხოების სფეროში გადამზადებული სპეციალისტებისაგან.
“პროგრამის მიზანია, სპეციალური რეზერვის შექმნა კიბერუსაფრთხოების სფეროში გადამზადებული სპეციალისტებისაგან, რომლებმაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყონ თავდაცვის სფეროს კიბერშესაძლებლობების განვითარებას”, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.