თემურ კვანტალიანმა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს სამხედრო ატაშემ ბრიტანელი სამხედროების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, პირველი რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს სამხედრო ატაშემ, ვიცე პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა, ინგლისელი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში,ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე,პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ბრიტანელი სამხედროების მემორიალი წითელი ყაყაჩოების სიმბოლური გვირგვინებით შეამკეს. 11 ნოემბერს,გაერთიანებულ სამეფოში,პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ ინგლისელ ჯარისკაცებს იხსენებენ და მათ ხსოვნასპატივს მიაგებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები