თავდაცვის სამინისტროს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
დელეგაციას ეუთოს მცირე და მსუბუქი შეიარაღების პროექტების კოორდინატორი მაიკ კულინანი ხელმძღვანელობს.
ორგანიზაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე ვადაგასული და საბჭოური წარმოების შეიარაღების დემილიტარიზაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.
ეუთოს მიერ მოძიებული სახსრებით ვადაგასული რაკეტების დემილიტარიზაციის პროცესს სსსტც „დელტა“ ახორციელებს. პროექტი 2014 წლის აპრილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეუთოს მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს და პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებისთვის დეტალების მომზადებასა და ეუთოს მხარისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება დემილიტარიზაციის საკითხის შესახებ საზოგადოების ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობაზეც გამახვილდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები