ბესიკ ლოლაძე ეკატერინე ქარდავას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელს ეკატერინე ქარდავას შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საჯარო სამსახურის რეფორმის ამოცანები განიხილეს, რომელიც მიზნად გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, მიუკერძოებლობის, ეთიკის სტანდარტების და კორუფციული რისკების აღმოფხვრის უზრუნველყოფით, სამართლებრივი და ინსტიტუციონალური გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას ისახავს.
მხარეებმა „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ ახალ პროექტზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 30 სექტემბერს განიხილა. საუბარი ასევე შეეხო საჯარო სამსახურის შესახებ საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შემდგომ დახვეწა-განვითარების შესაძლებლობებს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის დანერგვა თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ელექტრონული პროგრამა თავდაცვის სამინისტროს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოებს, საჯარო სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ზუსტი ინფორმაციის ოპერატიული მიღების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პრაქტიკის დახვეწისა და ამ მონაცემებით ოპერირების შესაძლებლობას ანიჭებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები