ანა დოლიძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ანა დოლიძე ამერიკის საზღვაო აკადემიას და ეროვნული თავდაცვის ინსტიტუტს ეწვევა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე იმ ქართველ სამხედროებსაც შეხვდება, რომლებიც, სწორედ, საზღვაო აკადემიასა და თავდაცვის ინსტიტუტში სწავლობენ.
ანა დოლიძე მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკურ აკადემიაში სიტყვით გამოვა და შეხვედრებს გამართავს დემოკრატიის ეროვნულ ფონდსა და კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში, კვირის ბოლოს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები