„დავით ნარმანიას ყველა თვისება აქვს რომ კარგი მერი იყოს“
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დავით ნარმანიასთან დაკავშირებით, თბილისის მერობის კანდიდატზე პოზიცია არ შეუცვლია.
„თბილისის მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ კარგი მერი იყოს“ – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა.
“როგორც ადრე, ისევ მიმაჩნია, რომ ნარმანია იქნება ქალაქის კარგი მერი. მას ყველა თვისება გააჩნია, რომ ქალაქს გაუძღვეს. ის არის ძალიან კარგი ადამიანი, პროფესიონალი, მეცნიერიცაა, ეკონომიკა კარგად იცის და კარგი მენეჯერია. ყველა თვისება აქვს, რომ კარგი მერი იყოს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა