„ირაკლი ღარიბაშვილი ჩემზე უკეთესი პრემიერია“
საზოგადოებრივი მოძრაობა “მოქალაქის” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის საქმიანობას “საუკეთესოდ” აფასებს. როგორც ივანიშვილმა “ტელეიმედის” გადაცემა “პოლიტიკის დროში” განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი მის ახალგაზრდობას ახსენებს.
“ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ბევრს მუშაობს, მე შემიძლია პრემიერზე გავაკეთო საუკეთესო დახასიათება, რაც კი შეიძლება. ის მახსენებს ჩემს ახალგაზრდობას და ჩემზე უკეთესი პრემიერია, თუ გნებავთ იმით, რომ უფრო ენერგიულია ჩემზე – მე, მალე 60-ის გავხდები. 31 წლის ირაკლი მუშაობს ძალიან ბევრს. მე მახსოვს ეს ასაკი, ბიზნესი მქონდა დაწყებული და დღეღამეში 24-საათი ვმუშაობდი. ირაკლიც 24 საათი მუშაობს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი მას თავისი ნიჭიერებითაც აოცებს. “ყველაფერი კარგად გამოსდის”, – დასძინა ივანიშვილმა.