თავდაცვის სამინისტრო მორიგ ახალ პროექტს – „ცოცხალი წიგნები ჯარში“ იწყებს

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რაც პროექტის – „ცოცხალი წიგნები ჯარში“ განხორციელების პირველი ნაბიჯია.
პროექტის ფარგლებში, დღესვე, სერჟანტთა მომზადების ცენტრს თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები ესტუმრნენ და ჯარისკაცებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს. გიორგი არაბულმა, შოთა იათაშვილმა, ბექა ქურხულმა, გაგა ნახუცრიშვილმა, ნიკა ჯორჯანელმა, კატო ჯავახიშვილმა, ზვიად რატიანმა, მარიამ წიკლაურმა, თაკო ფხაკაძემ და ნინია სადღობელაშვილმა ჯარისკაცებს ლექსები და მოთხრობები წაუკითხეს და სამახსოვროდ წიგნებიც აჩუქეს. სტუმრების შემდეგ, ლექსები ჯარისკაცებმაც წაიკითხეს და მწერლებს სხვადასხვა თემაზე შეკითხვები დაუსვეს.
„დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ეს გახლავთ „ცოცხალი წიგნი ჯარში“, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. თავად, მწერლები მოდიან ჯარისკაცებთან და პირადად უკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს. ერთის მხრივ, ჯარისკაცებს ეძლევათ შესაძლებლობა, უშუალოდ გაეცნონ ჩვენს მწერლებს, დაუსვან შეკითხვაები და, მეორეს მხრივ, თავად მწერლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილთან, ჯარისკაცებთან ჰქონდეთ ურთიერთობა,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ.
პროექტი „ცოცხალი წიგები“ მთელი ქვეყნის მაშტაბით ხორციელდება.
„მწერლები სხვადასხვა რეგიონს სტუმრობდნენ. დღეიდან ისინი სამხედრო ნაწილებსაც ხშირად ესტუმრეიბიან. პროექტის დასრულების შემდეგ კი გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები,“ – აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველმა ქეთევან დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები