ქართველ სერჟანტს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მედალი გადაეცა

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ოცეულის უფროს სერჟანტს ფირუზ მსხვილიძეს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მედალი გადაეცა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედრო აშშ-ის საზღვაო ძალების მდივნის სახელით აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ქენეთ მაქკენზიმ დააჯილდოვა.
უფროს სერჟანტს – ფირუზ მსხვილიძეს მედალი საბრძოლო მოვალეობების შესრულების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისთვის გადასცეს. იგი 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 10 იანვრამდე ავღანეთში რეგიონული სარდლობის „სამხრეთ-დასავლეთის“ დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს ბათუმის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები