ნორვეგიის სამეფოს დელეგაცია საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ეწვია

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნორვეგიის სამეფოს შეიარაღებული ძალების მაღალი მთის ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელობა ეწვია.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნორვეგიელ სტუმრებს მასპინძლობა სამთო მომზადების სკოლის ხელმძღვანელმა, მაიორმა ივანე ცხადაძემ გაუწია. სტუმრებმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებს ნორვეგიის სამეფოს მაღალი მთის ოპერაციების ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მხარეებმა სამთო მომზადების ცენტრებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები