თავდაცვის მინისტრის მოადგილე „ვიშეგრადის ოთხეულის“ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე „ვიშეგრადის ოთხეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებსა და ელჩებს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ვიშეგრადის ოთხეულის” – პოლონეთის, სლოვაკეთის რესპუბლიკის, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის – საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორების ვიზიტის მიზანი აღნიშნული ჯგუფის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვა და პოლიტიკური დიალოგის წარმოება იყო.
უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან შეხვედრის მთავარი თემა ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის კრიზისზე და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე. ასევე ისაუბრეს საქართველოსა და „ვიშეგრადის“ ოთხეულის“ ქვეყნების სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე.