სასწავლო ცენტრ “კრწანისში” სასწავლო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სხვადასხვა სკოლის სასწავლო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
II კლასის რადიოოპერატორთა მომზადებისა და მესანგრეთა ძირითადი კურსების სამხედრო მოსამსახურეებს სასწავლო ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირადი შემადგენლობა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ კაპელანმა, მამა ალექსანდრე სტეფნაძემ დალოცა. სპეციალიზაციის კურსების კურსდამთავრებული სამხედრო მოსამსახურეები დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.