ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე და უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კამათი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში”შესატანმა ცვლილებებმა გამოიწვია.საპარლამენტო უმცირესობა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უმცირესობის წევრები “პოლიტიკურად მოტივირებულს” უწოდებენ. მმართველი გუნდი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან” იმ მუხლის ამოღებას გეგმავს, რომლის მიხედვით, მთავარი პროკურატურის მიერ დეპუტატისთვის ბრალის წაყენებასა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას პარლამენტის თანხმობა სჭირდება